ლევანდოვსკის რონალდუსთან თამაში უნდოდა - როგორ გადაარწმუნეს პოლონელი
Aa
Aa

ლევანდოვსკის რონალდუსთან თამაში უნდოდა - როგორ გადაარწმუნეს პოლონელი

რობერტ ლევანდოვსკი „დორტმუნდში“ ასპარეზობისას მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე და რონალდუსთან ერთად თამაშზე ფიქრობდა. შემდეგ, პოლონელი გადაარწმუნეს, რომ კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“ გაეფორმებინა.

ამ ისტორიას პოლონელი ფორვარდის ყოფილი აგენტი ცეზარ კურჩარსკი იხსენებს.

„მოლაპარაკებების რაღაც ეტაპზე ლევანდოვსკი „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებდა და „რეალში“ გადასვლაზე ფიქრობდა, რადგან იქ რონალდუ თამაშობდა.

მე, ის დავარწმუნე, რომ დიდ კლუბში ნომერ პირველი ფორვარდი უნდა ყოფილიყო. იგი რაღაც მომენტში ბენზემას დაჯაბნიდა, თუმცა მას უფლებას ვერ მივცემდი, რომ გადასულიყო გუნდში, სადაც ნომერ მეორე იქნებოდა.

ამ ფაქტს ხაზს ყოველი მოლაპარაკებისას ვუსვამდი - „რეალთან“, „არსენალთან“ და „მანჩესტერ სიტისთანაც“.“ - ციტირებს კუჩარსკის სიტყვებს Goal.

ლევანდოვსკი ამჟამად 31 წლის არის და კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. კურჩარსკი თვლის, რომ მას სხვაგან გადასვლა არ ჭირდება და კარიერა „რეკორდმაისტერში“ უნდა დაასრულოს.

„ის, კარიერას „ბაიერნში“ დაასრულებს. მე, რომ ახლაც მისი აგენტი ვიყო, სწორედ ამას ვურჩევდი. რუუდ ვან ნისტელროი ერთადერთია, რომელიც 30 წელზე მეტის იყო და მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა. რობერტის ადგილას „ბაიერნზე“ ვიქნებოდი კონცენტრირებული და რეკორდების დამყარებას განვაგრძობდი“.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ არსებული ხელშეკრულება 2023 წელს უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები