Aa
Aa

"ყველამ უნდა აღიაროს, რომ კრიშტიანუ სხვა დონეზეა" - კიელინის ინტერვიუ კოლომბარისთან

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. მან “ინსტაგრამ Live“-ში ყოფილ მწვრთნელებზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კრიშტიანუ რონალდუზე გააკეთა კომენტარი.

„სანამ გუნდში კონტე მოვიდოდა, მცველი მხოლოდ მცველი იყო. მან ყურადღება მარტივ ასპექტებზე გაამახვილა და დაგვარწმუნა, რომ ჩვენ შექმნაც შეგვეძლო. ანტონიომ ბევრი რამ მომცა და ჩემგანაც ამის სათანადო ანაზღაურებას ითხოვდა.

ის და ალეგრი განსაკუთრებულად ჭკვიანი მწვრთნელები იყვნენ და ტაქიკური კუთხით ბევრი რამ მასწავლეს. რაც შეეხება მარჩელო ლიპის, მას ტაქტსიკასთან ერთად, ნებისმიერი სიტუაციის აღქმა შეეძლო და ყველა ადამიანთან უშუალო და გულწრფელი მიდგომა ჰქონდა. მასთან საკმაოდ პატარა ასაკში ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სათანადოდ დამეფასებინა.

ჩემი ძმა და მამა „იუვენტუსის“ ტიფოზები იყვნენ, მე და დედა კი „მილანს“ ვქომაგობდით. ამ გუნდის მიმართ ჩემი სიყვარული იქამდე გაგრძელდა, სანამ სერია A-ში ვითამაშებდი.

იბრაჰიმოვიჩი არის მეტოქე, რომელიც ყოველთვის მაიძულებდა, ჩემი საუკეთესო თვისებები გამომევლინა. იგი მაშინ 24 წლის ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი იყო და პატივს ვცემდი, თუმცა შიში არასდროს მქონია. ყოველთვის მიწევდა, რომ მის წინააღმდეგ თამაშისას ბოლომდე დავხარჯულიყავი და თავი საუკეთესო მხრიდან წარმომეჩინა.

კრიშტიანუ რონალდუმ ჩვენთან გადმოსვლამდე ბევრი, ბევრი გოლი გაიტანა და მადლიერი ვარ, რომ იგი ახლა ჩემი თანაგუნდელია. როცა გვერდით ასეთი ჩემპიონი გყავს, მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება უნდა სცადო. ყველამ უნდა აღიაროს, რომ ის სხვა დონეზეა“.

კიელინი ამ თემებზე ალესანდრო კოსტაკურტას მეუღლესა და 1991 წლის „მის იტალიას“, მარტინა კოლომბარის ესაუბრა. ჯორჯომ ასევე აღნიშნა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში კიდევ მინიმუმ 1 სეზონს გაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები