ჩასაფრებული ბარსა და რეალი - ლეონარდომ ნეიმარისა და მბაპეს შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

ჩასაფრებული ბარსა და რეალი - ლეონარდომ ნეიმარისა და მბაპეს შესახებ ისაუბრა

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ პრესის კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებს პირველ რიგში ნეიმარისა და მბაპეს სამომავლო გეგმები აინტერესებდათ.

ითამაშებენ, თუ არა მომდევნო სეზონში ისინი პსჟ-ს რიგებში? ლეონარდოს პასუხები ასეთია:

-შეძლებთ გარანტიის მოცემას, რომ ნეიმარი და მბაპე მომდევნო სეზონშიც პსჟ-ში ითამაშებენ?

„საწინააღმდეგოზე არაფერი მეტყველებს. მათ კონტრაქტის მიხედვით კიდევ 2 წელი დარჩათ. ახლა ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, რომ გუნდმა წინსვლა და განვითარება მათთან ერთად უნდა განაგრძოს“.

-გასულ წელს, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდოდა. რა ხდება ამჟამად?

„ჩვენ, ამ თემაზე მეტად აღარ ვსაუბრობთ. ამის შესახებ ახალი არაფერი გამიგია და არც რაიმე შემოთავაზება მიგვიღია. ნეიმარმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ვფიქრობ, ის გუნდში ყოფნით ბედნიერია“.

-როგორც ჩანს, სამომავლოდ მბაპეს მომავალი „რეალს“ უკავშირდება. ეს ასეა?

„ის პსჟ-ს მომავალია. მისი შეძენა ყველას უნდა. იმედი გვაქვს, რომ მბაპე ჩვენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მესი 32 წლის არის, რონალდუ 35-ის და ისინი ორივენი მსოფლიოს 5 საუკეთესო მოთამაშეს შორის იმყოფებიან. ნეიმარი 28-ის არის, მბაპე კი 21-ის და ისინი ჩვენთან არიან.

ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის. საჭიროა ვიპოვოთ გამოსავალი, რომ თავგადასავალი ერთად განვაგრძოთ“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტიაგო სილვა და ედინსონ კავანი სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები