Aa
Aa

იტალიაში ფეხბურთი ბრუნდება - იუვე და მილანი პირველ ფინალისტს გამოავლენენ

Covid 19-ით დაზარალებულ ქვეყანათა შორის ერთ-ერთი მოწინავე იტალიაა, სადაც საფეხბურთო ცხოვრება დღეიდან განახლდება. აპენინებზე თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩებს ელოდებიან.

პანდემიის შემდეგ პირველ შეხვედრას უმასპინძლებს ტურინის „ალიანც სთედიუმი“, რომელზეც „იუვენტუსი“ და „მილანი“ ითამაშებენ. გუნდებს შორის პირველი ნახევარფინალური მატჩი 1:1 დასრულდა, დღეს კი „კოპა იტალიას“ პირველი ფინალისტი უნდა გამოვლინდეს.

ტურინელები თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, მილანელთა მხრიდან კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტეო ერნანდესი, სამუ კასტილიეხო და ლეო დუარტე ვერ ითამაშებენ. შეხვედრა თბილისის დროთ 23 საათიდან დაიწყება და მას დანიელე ორსატო იმსაჯებს.

იტალიის თასის მეორე ნახევარფინალური წყვილი „ნაპოლიმ“ და „ინტერმა“ შეადგინეს და პირველი მატჩი მილანში 1:1 ითამაშეს. გუნდები ფინალისტს ხვალ, უკვე „სტადიო სან პაოლოზე“ გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები