Aa
Aa

2011 წლის შემდეგ პირველად - ოკამპოსმა ნეგრედოს მაჩვენებელი გაიმეორა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ გუშინ, „სევილიასა“ და „ბეტისის“ მატჩით განახლდა. დერბიში გამარჯვება „სევილიას“ დარჩა, რაშიც დიდი წვლილი ლუკას ოკამპოსმა შეიტანა.

არგენტინელმა შემტევმა ჯერ პენალტიდან ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ფერნანდოს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ოკამპოსმა გუშინდელი გოლით თავისი გუნდის 9-წლიანი რეკორდი გაიმეორა.

საქმე ისაა, რომ არგენტინელმა ლა ლიგის ზედიზედ მე-5 შეხვედრაში შეაგდო, რაც სევილიელთაგან 2011 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია - მაშინ ანალოგიური სვლა ალვარო ნეგრედოს ჰქონდა.

ოკამპოსს ნეგრედოს მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსი 15 ივნისს, ლა ლიგის მორიგ ტურში ექნება, როცა მისი გუნდი სტუმრად „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.

„სევილიამ“ გუშინდელი გამარჯვებით 50 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილი გაიმყარა. რაც შეეხება თავად ოკამპოსს, მიმდინარე ლა ლიგაში მის აქტივში 11 გოლი და 3 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები