Aa
Aa

1973 წლის შემდეგ პირველად - ფლიკის ბაიერნის კიდევ ერთი რეკორდი

გერმანიის თასზე „აინტრახტის“ 2:1 დამარცხების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნი“ თავისივე ერთ-ერთ რეკორდს გაუთანაბრდა. „რეკორდმაისტერმა“ ფრანკფურტელებს პერიშიჩისა და ლევანდოვსკის გოლებით მოუგო.

საქმე კი ისაა, რომ ბავარიელებმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე უკვე 129 გოლი მოაგროვეს, რაც 1972-73 წლებში მათი ყველა დროის რეკორდის გამეორებაა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა აღნიშნული 129 ბურთი მხოლოდ 43 შეხვედრაში შეაგდო.

„ბაიერნმა“ 129-დან 90 გოლი ბუნდესლიგაში გაიტანა, 12-ჯერ მეტოქეები - სწორედ ქვეყნის თასზე დაამწუხრა, ხოლო 27-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე დაამწუხრა.

მიუნხენელებმა „აინტრახტის“ დამარცხებით თასის ფინალში გააღწიეს და ტიტულისთვის 3 ივლისს, „ლევერკუზენთან“ იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ევროპის მასშტაბით შემორჩენილი 3 კლუბიდან „ბაიერნი“ ერთ-ერთია, რომელსაც ტრებლის მოგების შანსი შერჩა. მიუნხენელთა გარდა ამის საშუალება „იუვენტუსსა“ და პსჟ-საც აქვთ.

მიუნხენელები შემდეგ მატჩს უქმეებზე „გლადბახის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები