ეთერ ლიპარტელიანის კრიტიკული პოსტი - „არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო
Aa
Aa

ეთერ ლიპარტელიანის კრიტიკული პოსტი - „არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო"

ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც ახალგაზრდული ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორია, სოციალურ ქსელში ლენტეხის რაიონის გამგეობის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლენტეხის რაიონის გამგებელს ... არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო !! სამი თვე ვიყავი ლენტეხში და არავინ მოვიდა, არავინ მომილოცა მსოფლიო ჩემპიონობა. ალბათ ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას .. დავუშვათ, 1 თვე ძალიან დატვირთული პერიოდი იყო პანდემიის გამო, მაგრამ, უკვე, როდესაც ვნახე, რომ მოინახულეთ რამდენიმე ადამიანი, თან ვითომ არც იცოდით, რომ მე სვანეთში ვიყავი !! დავუშვათ არ იცოდით, ხომ გითხრეს, რომ აქ ვიყავი. იმის მერე ერთი თვე გავიდა, მაგრამ მაინც არ შეიწუხეთ თავი !! "ეთოს 1000ლარი მივეცი წინა წელსო". სავარაუდოდ, ალბათ 2018 წელი იგულისხმეთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ არ არის საამაყო და სატრაბახო ის, რომ 1000 ლარი მიეცით სპორტსმენს 2018 წელს და არაფრად ჩააგდეთ, პირადად არც კი მოგილოციათ ევროპა და მსოფლიო ! ასე გვაფასებენ ლენტეხში სპორტსმენებს ! "პატივს გვცემენ" !! იმდენი მსოფლიო ჩემპიონი ვყავართ ლენტეხს, ვერ მოიცალეს ამდენის მილოცვისთვის.

შემიძლია სხვა ,,რაიონის '' სახელით ვიჭიდავო მეტი დაფასება მექნება, მაგრამ მე არ მინდა !! მინდა, რომ პატარა ლენტეხი გავაცნო მთელ საქართველოს მაგრამ ვერ ხედავენ ამას ამათ მთავარი ფული ჰგონიაათ !! 2018 წელს მოცემული 1000 ლარი“!

ცნობისთვის, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები