გამონაკლისი დაშვებულია - ლიგა 1-ში 20-ის ნაცვლად 22 გუნდი ითამაშებს
Aa
Aa

გამონაკლისი დაშვებულია - ლიგა 1-ში 20-ის ნაცვლად 22 გუნდი ითამაშებს

საფრანგეთში, ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ უარყო „ლიონის“ აპელაცია 2019-2020 წლების სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ. ბევრი მცდელობის მიუხედავად ლიგა 1-ის წლევანდელი გათამაშება არ განახლდება.

ფრანგებმა ამ განსაკუთრებულ ვითარებაში გამონაკლისი დაუშვეს, რაც შემდეგ რამეს ითვალისწინებს: 2019-2020 წლების სეზონში ბოლო ორ პოზიციაზე მყოფი კლუბები „ტულუზა“ და ამიენი“ ადგილს შეინარჩუნებენ, ხოლო მეორე ლიგიდან აღზევებული „ლორიენი“ და „ლანსი“ ჩემპიონატს დაემატებიან და 2020-2021 წლების სეზონში 20-ის ნაცვლად 22 გუნდიანი იქნება.

საფრანგეთში აშკარად იჩქარეს, რადგან მალევე ბუნდესლიგამ დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში სავსებით უსაფრთხო და შესაძლებელია. ამ უქმეებზე ლა ლიგაც განახლდება, შემდეგ კი პრემიერლიგა და სერია ა-ც მიყვებიან.

ამ მხრივ, განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაში პსჟ და „ლიონი“ იმყოფებიან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ. პარიზელები მეოთხედფინალში არიან, ხოლო „ლიონმა“ „იუვენტუსს“ მერვედფინალის პირველი მატჩი 1:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგ შანსს ფლობს, თუმცა ასეთ ვითარებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტურინში უვარჯიშებელმა გუნდმა რაიმე გააწყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები