Aa
Aa

"სახეზე იარაღი დამადეს" - კასტილიეხო საკუთარ მანქანაში გაძარცვეს

იტალიური „მილანის“ შემტევი, სამუ კასტილიეხო იარაღის მუქარით ორმა ადამიანმა გაძარცვა. ესპანელმა ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ გამოაცხადა და მომხდარი მოკლედ აღწერა.

„მილანში ყველაფერი კარგადაა? ორი კაცი მომვარდა, სახეზე იარაღი დამადეს და გამძარცვეს“.

სააგენტო MilanNews-ის ცნობით, კასტილიეხო საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა და საცობის გამო შეჩერება მოუწია, რა დროსაც ორი ადამიანი მივარდა და იარაღის მუქარით ძვირადღირებული საათი გაიტაცეს.

ესპანელი ვინგერი მიმდინარე სეზონში „როსონერის“ ძირითადში ხშირად ხვდება და ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი და 4 ასისტი აქვს აქტივში. იგი ლომბარდიის მთავარ ქალაქში „ვილიარეალიდან“ 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები