დაბალი აიქიუს მქონე მძარცველები - ნეიმარი გაქურდეს და
Aa
Aa

დაბალი აიქიუს მქონე მძარცველები - ნეიმარი გაქურდეს და "ნადავლი" უცნაურად გამოიყენეს

პსჟ-ს ბრაზილიელი ათიანი ნეიმარი გაქურდეს, თუმცა ფეხბურთელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ჟურნალისტების დაკავშირების შემდეგ გაიგო.

ნეიმარს პირადობის მოწმობა მოპარეს, თუმცა ქურდები მანდამაინც დიდი აიქიუთი ვერ გამოირჩნენ და მათ ხელში არსებული რესურსი უცნაურად გამოიყენეს.

დამნაშავეები ნეიმარის პირადობით დარეგისტრირდნენ ვებ გვერდზე, სადაც კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ ხალხს სოციალურად ეხმარებიან.

ბუნებრივია, ასეთი ცნობილი სპორტსმენის მსგავს საიტზე გამოჩენამ ყურადღება მარტივად მიიპყრო და ქურდებიც მალევე დააკავეს.

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარის წლიური შემოსავალი თითქმის 100 მილიონ ევროს აღწევს.

ბოლოს გეტყვით, რომ ბრაზილიელი შემტევი 2020-2021 წლების სეზონშიც დიდი ალბათობით პსჟ-ში დარჩება, რადგან პანდემიის შედეგად არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით მასში 180 მილიონი ევროს გადახდას არავინ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები