90-იანი წლები: მუჯირის ბრწყინვალე მაკრატელა ქუთაისის ტორპედოსთან
Aa
Aa

90-იანი წლები: მუჯირის ბრწყინვალე მაკრატელა ქუთაისის ტორპედოსთან

გრაცის ''შტურმის'' ექს-ნახევარმცველმა დავით მუჯირმა ფეხბურთელის კარიერა თბილისის ''დინამოში'' დაიწყო. 1994-98 წლებში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ღირსებას იცავდა. აღნიშნულ წლებში მუჯირმა გოლები ევროტურნირებზეც გაიტანა, მოზირის ''სლავიას'' გარდა ჩრდილოეთ ირლანდიის ''კრუზეირდერსს'' სამი გოლი შეუგდო.

1997 წლის 27 აგვისტოს მუჯირის გოლით ''დინამომ'' შინ ლევერკუზენის ''ბაიერი'' დაამარცხა, თუმცა პირველი მატჩი გერმანულმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ევროტურნირების გარდა დავით მუჯირმა ''დინამოს'' ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის ''ტორპედოს'' შესანიშნავი გოლი გაუტანა. ბევრისთვის უცნობი გოლი 90-იან წლებს გაგახსენებთ, როცა საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ბევრი კრეატიული მოთამაშე ასპარეზობდა.

მუჯირის გოლი ქუთაისის ''ტორპედოსთან''

მოლდოვის ჩემპიონატში, ავსტრიის ბუნდესლიგასა და რუსეთის პრემიერ ლიგაში გატარებული წლების შემდეგ 2010 წელს მუჯირი ''დინამოში'' დაბრუნდა. ''დინამოს'' შემდეგ იაპონურ ''სანფრეჩე ჰიროსიმასა'' და ''ზესტაფონში'' ირიცხებოდა. ფეხბურთელის კარიერა 2012 წელს დაასრულა. ამჟამად სფფ-ის გენერალური მდივანია.

ვიდეო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები