BILD: ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს ლისაბონი უმასპინძლებს
Aa
Aa

BILD: ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს ლისაბონი უმასპინძლებს

კორონავირუსის გამო 2019-2020 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში აღარ გაიმართება და მას დიდი ალბათობით პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

ლისაბონში ამჟამად კოვიდ-19-ის მხრივ კარგი მდგომარეობაა, პლუს ამას ქალაქი უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს და ტურნირზე პორტუგალიური კლუბებიც აღარ იმყოფებიან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უეფა უპირატესობას არა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტს, არამედ ლისაბონს ანიჭებს.

ასევე, იყო მოსკოვის კანდიდატურაც, თუმცა უეფამ ის მალევე გამორიცხა, რადგან რუსეთში ეპიდემიის მხრივ საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქტიურად განიხილება მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების 1-მატჩიან დაპირისპირებად გადაკეთება, ეს დროებითი იქნება და მხოლოდ მიმდინარე სეზონს შეეხება. ამ მომენტისთვის, ორრაუნდიანი შეხვედრების ჩატარება დიდ რისკთანაა დაკავშირებული და რა თქმა უნდა, ყველა მატჩის ერთ უსაფრთხო ქალაქში ჩატარება იდეალური ვარიანტი გახლავთ.

17 ივნისისთვის სავარაუდოდ ყველა დეტალი უნდა დაზუსტდეს და ოფიციალური სახე მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები