ვერნერის ტრანსფერი გამოირიცხა? -  ''მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ''
Aa
Aa

ვერნერის ტრანსფერი გამოირიცხა? - ''მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ''

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური მედია ტიმო ვერნერის ''ჩელსიში'' ტრანსფერს გადაწყვეტილ ფაქტად თვლის, ''ლაიფციგის'' აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ მინცლაფი სრულიად განსხვავებულ კომენტარს აკეთებს. გერმანული კლუბის ხელმძღვანელის თქმით ''არისტოკრატებთან'' მოლაპარაკება არ გამართულა და შესაბამისად ვერნერის ''სტემფორდ ბრიჯზე'' ტრანსფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

ტიმო ვერნერის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.

ოლივერ მინცლაფმა Sky Sports-თან საუბარში აღნიშნა: ''მხოლოდ სეზონის დასკვნით ნაწილზე ვართ კონცენტრირებულნი, გვსურს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ეს ერთადერთი რამ არის, რასაც ახლა ვერნერთან ერთად განვიხილავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება, რაც გასულ ზაფხულში გავაკეთეთ. ჩვენი ახალგაზრდა გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები სხვა კლუბებში სატრანსფერო თანხის გარეშე არ წავიდნენ.

რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ტიმო ვერნერმა ტრანსფერთან დაკავშირებით მიგვანიშნა, თუმცა დღეს ამასთან დაკავშირებით სიახლე არაა.

ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ვფიქრობთ და ამ მიზანს ივნისის შუა პერიოდამდე ვერ მივაღწევთ.''

24 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 25 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები