ხავი მარტინესი: „ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია“
Aa
Aa

ხავი მარტინესი: „ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია“

„ბაიერნის“ ფეხბურთელი, ხავი მარტინესი თვლის, რომ მისი თანაგუნდელი, რობერტ ლევანდოვსკი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. ესპანელმა ნახევარმცველმა პოლონელი გოლეადორის შესახებ Marca-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

„ლევანდოვსკი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. მისი ყველა დარტყმა გოლია. ის ნამდვილი ცხოველი და მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია. იმედი მაქვს იგი აგვისტოს ბოლომდე ამ ფორმაში იქნება.

მეშინოდა თუ არა, რომ რობერტი ბაიერნს დატოვებდა და რეალში გადავიდოდა? არა, რადგან ბაიერნიდან ბევრი დიადი ფეხბურთელი წასულა და რეკორდმაისტერს მათი შემცვლელის პოვნა ყოველთვის მოუხერხებია. ორი აზრი არაა, რომ ლევანდოვსკის წასვლა უდიდესი დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არ მოხდა“.

მარტინესმა ჯოშუა კიმიხის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „კიმიხი ლიდერადაა დაბადებული. ის აუცილებლად ლეგენდა გახდება. თუ უკვე არაა“.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 43 გოლი აქვს გატანილი. კიმიხი კი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში „დორტმუნდთან“ გაფორმებული შედევრის შემდეგ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები