დაკავებული ექიმი - ელენა მიქაელა დუტას ფეხბურთელის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ
Aa
Aa

დაკავებული ექიმი - ელენა მიქაელა დუტას ფეხბურთელის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

რუმინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასწრაფოს ექიმს ელენა მიქაელა დუტას მიესაჯა 1,5 წელი პატიმრობა, რომელსაც ბრალად ედება საქმისადმი ზერელად მიდგომა,რამაც კამერუნის ნაკრებისა და ბუქარესტის „დინამოს“ ფეხბურთელის პატრიკ ეკენგეს გარდაცვალება გამოწვია.

2016 წლის მაისში მატჩის მიმიდნარეობის დროს აფრიკელი ფეხბურთელი მეექვსე წუთზე მოედანზე დაეცა. ეკენგე საავადმოყოფიში გადაყვანისთანავე მოკვდა. მიზეზად კი გულის პრობლემა დასახელდა.

დუტა სასწრაფო დახმარების იმ ეკიპაჟის ექიმი იყო, რომელმაც ფეხბურთელი ჰოსპიტალში გადაიყვანა. იმავე წლის ივნისში ქალბატონს ბრალი დასდეს,რომ ის ფეხბურთელის რეანიმაციაში გადაყვანას არ ცდილობდა.

სასწარაფოს ექიმს ასევე 200 000 ევროს გადახდა და 60 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო დააკისრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები