საბურთალოს ახალი სპონსორი და სატრანსფერო სიახლე: ''გვსურს კლუბის წარმატებული ისტორია გაგრძელდეს''
Aa
Aa

საბურთალოს ახალი სპონსორი და სატრანსფერო სიახლე: ''გვსურს კლუბის წარმატებული ისტორია გაგრძელდეს''

საფეხბურთო კლუბმა ''საბურთალომ'' ''ბენდელაზე'' პრესკონფერენცია გამართა. თბილისურმა კლუბმა ახალ სპონსორთან, კომპანია ''ინო-ლაბთან'' ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ''საბურთალო საფეხბურთო სივრცეში ყოველთვის სიახლეებით გამოირჩევა. კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად ჩვენ გავმართეთ პრესკონფერენცია.მოგეხსენებათ, ჩვენმა კლუბმა აკადემიით დაიწყო საფეხბურთო ცხოვრება და ჩვენთვის აკადემიის ყველა მოთამაშის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანია ''ინოლაბს'' დიდი მადლობა, რომ შემოგვთავაზეს სასპონსორო პაკეტი, უზრუნველყოფენ ჰიგიენის ნორმების დაცვას. ასე რომ ჩვენი ფეხბურთელები და აღსაზრდელები დაცულები იქნებიან.''

ტარიელ ხეჩიკაშვილმა საფეხბურთო თემებზეც ისაუბრა. მისი თქმით გუნდს ლევან ნონიკაშვილი შეურთდა.

25 წლის ნახევარმცველი 2015 წლიდან გასული წლის ბოლომდე გორის ''დილას'' ღირსებას იცავდა. მიმდინარე წელი საჩხერის ''ჩიხურაში'' დაიწყო, თუმცა შემდეგ იმერული გუნდი დატოვა და ''საბურთალოს'' შეუერთდა.


''პაუზის შემდეგ პირველი მატჩი თბილისის ''დინამოსთან'' გვაქვს. ვეცდებით მოვიგოთ და ზოგადად სეზონი ჩემპიონობით დავასრულოთ. წარმატებულ ისტორიას ვწერთ და გვსურს ეს ისტორია გაგრძელდეს.

ჩვენს გუნდს შეუერთდა ლევან ნონიკაშვილი, ძალიან კარგი ფეხბურთელი.

გუნდების ხელმძღვანელები შევთანხმდით, რომ ძირითად ბირთვს შებინარჩუნებთ. კლუბის ხელმძღვანელებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და ევროტურნირებისთვის ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან მნიშვბელოვანია.

უეფა მესამე ევროპულ ტურნირს ამატებს და იქ თამაში ქართული გუნდებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

სავარაუდოდ, 10 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თუმცა მანამდე მოლაპარაკების დაწყება აუცილებელია, მაგრამ კორონავირუსის გამო უცხოელი ფეხბურთელების ჩამოყვანისთვის დიდი პროცედურებია გასავლელი, რაც ტრანსფერებს ხელს უშლის. შესაძლოა, ფეხბურთელთან კონტრაქტი შეათანხმო, მაგრამ როცა თბილისში ჩამოვა, ევროტურნირები დასრულებული იყოს.

მალის, კოხრეიძისა და ლაკვეხელიანის ტრანსფერებზე ამ ეტაპზე სიახლე არაა, თუმცა ინტერესი დიდია.''

პრეზიდენტის გარდა საფეხბურთო თემებზე კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ ისაუბრა: ''ლევან ყენია გერმანიაში იმყოფება, ის საქართველოს მოქალაქეა და ვმუშაობთ მის ჩამოყვანასთან დაკავშირებით. სატრანსპორტო საკითხია მოსაგვარებელია.

ჩემი აზრით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლევან ნონიკაშვილი დავიმატეთ.

პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის რეისი იხსნება და თუ დაუშვებენ უცხოელების შემოსვლას, უცხოეთში მყოფი ლეგიონერები დაგვიბრუნდებიან.

დღეს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს კორონავირუსის ტესტი პირველად ჩაუტარდებათ, ორი კვირის შემდეგ განმეორებითი ტესტი ჩატარდება.

რაც შეეხება მალის, ლაკვეხელიანისა და კოხრეიძის ტრანსფერებს, დაინტერესებულ კლუბებს ტრანსფერებისთვის ფაქტობრივად ფინანსები არ აქვთ, რაც ცხადია ტრანსფერის განხორციელებას ხელს უშლის. კორონავირუსის გამო ევროპულ კლუბებს მძიმე დრო დაუდგათ და ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია, თუმცა ვადასტურებ, რომ ინტერესი დიდია.''

მასალაში გამოყენებულია ''საბურთალოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები