Aa
Aa

დადასტურდა: იტალიური ფეხბურთი იუვე-მილანით დაბრუნდება

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ იტალიაში პროფესიონალური ფეხბურთი 12 ივნისიდან განახლდება. სპორტის მინისტრ ვინჩენცო სპადაფორას გუშინდელი განცხადების თანახმად, პანდემიის შემდეგ პირველი მატჩი „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის ჩატარდება.

საქმე ქვეყნის თასის 1/2 ფინალის საპასუხო შეხვედრებს ეხება, რომელიც ერთი დღით გვიან უნდა გამართულიყო, მაგრამ მთავრობამ სერია A-ს თხოვნა შეისმინა და გუნდებს 12 ივნისს თამაშის ნებართვა მისცა.

შესაბამისად, „იუვე“ და „მილანი“, რომელთაც მილანში 1:1 ითამაშეს - 12 რიცხვში, ხოლო „ნაპოლი“ და „ინტერი“ 13-ში დაუპირისპირდებიან - ნეაპოლელებმა სტუმრად 1:0 იმარჯვეს.

მატჩები თასის ფინალში გამსვლელ გუნდებს გამოავლენენ, სატიტულო შეხვედრა კი 17 ივნისს, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს განახლების თარიღი 20 ივნისია. ქვეყანაში სპეციალურად ფეხბურთისთვის სამედიცინო პროტოკოლი შეიმუშავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები