Aa
Aa

ახალი პროექტი - ბოლონიას სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

იტალიურ „ბოლონიას“ დაახლოებით 5 წელიწადში განახლებული სტადიონი ექნება. კლუბმა ამის შესახებ ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა.

„როსობლუმ“ კომპანია Ficantieri Infrastructure-სთან შეთანხმებას მიაღწია და ეს კომპანია ამჟამინდელი არენის განახლებასა და დიზაინის შეცვლაზე იქნება ანგარიშვალდებული.

პროექტის თანახმად, განახლებული სტადიონი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყობა, მისი ტევადობა კი 31-დან 27 000-მდე შემცირდება. თუმცა, ტრიბუნები მოედანთან უფრო ახლოს განთავსდება. აშენდება რესტორანი და კაფე, ხოლო ლაუნჯსა და VIP სივრცეს რედიზაინი ჩაუტარდება.

ბოლონიელთა პრეზიდენტ ჯოიე საპუტოს განცხადებით, პროექტი სრულად უახლოეს 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

„ბოლონია“ ამჟამად სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და ევროტურნირებზე მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებს. „როსობლუს“ სერბი სინიშა მიხაილოვიჩი ავარჯიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები