Aa
Aa

გრიზმანი: „კარიერის ბოლოს MLS-ში მინდა წასვლა"

„ბარსელონას“ ფრანგმა ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. 29 წლის შემტევი მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელის და „ბლაუგრანასთან“ ერთად ტიტულების მოგება სურს.

„სეზონის განახლების შემდეგ, პირველ შეხვედრას მალიორკაში ჩავატარებთ. ორი აზრი არაა, რომ უმაყურებლოდ თამაში უცნაური იქნება. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდება.

ბარსელონასთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება და ამავდროულად ჩემი მიზანია. ამ ტიტულების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და მინდა ყატარში გასამართი მუნდიალის ტრიუმფატორი გავხდე. შემდეგ კი, MLS-ში წავალ.

სასურველი გუნდი ჯერ არ შემირჩევია, თუმცა ძალიან მინდა MLS-ში ვითამაშო. კარიერის ბოლოს აშშ-ში წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ. მსურს იქ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყო და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო“.

გრიზმანის „ბარსელონა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორეადგილოსან „რეალს“ 2 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „ბლაუგრანა“ 1/8 ფინალშია და საკუთარ კედლებში „ნაპოლისთან“ განმეორებითი მატჩი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები