29-1-ზე - NBA 22 გუნდით გვიბრუნდება
Aa
Aa

29-1-ზე - NBA 22 გუნდით გვიბრუნდება

ადრიან ვოინაროვსკისა და შემს ჩარანიას ინფორმაციით, NBA-ის გუნდების მფლობელებმა მხარი დაუჭირეს ლიგის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის მიხედვითაც, სეზონის განახლების შემდეგ იმოქმედებენ.

გეგმის მიხედვით, გუნდები სავარჯიშო კემპს 30 ივნისს გახსნიან და 7 ივლისს ორლანდოში გაემგზავრებიან. 2019-20 წლების სეზონი 31 ივლისს განახლდება, ხოლო თავისუფალი აგენტების ბაზარი 18 ოქტომბერს დაიწყება.

პარკეტზე დასავლეთ კონფერენციის 13 და აღმოსავლეთ კონფერენციის 9 გუნდი დაბრუნდება. ისინი რეგულარული სეზონის 8 შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც გაირკვევა პლეიოფებამდე play-in ტურნირი უნდა ჩატარდეს თუ არა.

თუ მე-8 და მე-9 ადგილოსან გუნდებს შორის მოგებათა ბალანსში სხვაობა 4-ზე ნაკლები იქნება, მაშინ play-in ტურნირს ვიხილავთ. სხვა შემთხვევაში, მე-8 პოზიციაზე მყოფი გუნდი პირდაპირ პლეიოფში ითამაშებს.

დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო 8 გუნდს „ნიუ ორლეანი“, „პორტლენდი“, „სან ანტონიო“, „საკრამენტო“ და „ფინიქსი“ დაემატებიან, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში შანსი „ვაშინგტონ უიზარდსს“ მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები