საქართველოს ნაკრების ექს-ნახევარმცველი კვიპროსის სახელით თამაშს გეგმავს
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების ექს-ნახევარმცველი კვიპროსის სახელით თამაშს გეგმავს

საქართველოს ნაკრების ექს-ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე კვიპროსის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს. CrystalSport-ის ცნობით მოთამაშის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მას კვიპროსის ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს. 31 წლის სპორტსმენი მოქალაქეობის მიღების მიზნით აუცილებელი დოკუმენტების შესაბამის ორგანოში შეტანას გეგმავს და უახლოეს მომავალში პასუხს მიიღებს.

ირაკლი მაისურაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაია ხშირად იძახებდა, თუმცა ნახევარმცველს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში არ უთამაშია. მაისურაძემ ორ ამხანაგურ მატჩში, მოლდოვასთან და ირლანდიასთან ითამაშა.

მაისურაძეს ბელარუსულ ''ვიტებსკში,'' რუსთავის ''მეტალურგში,'' გორის ''დილაში,'' მალტურ ''ვალეტაში,'' ფამაგუსტას ''ანორთოსისში,'' ''ერმისსა'' და უნგრულ ''ბალმაზუივაროშში'' უთამაშია.

2013-14 წლების სეზონში მაისურაძე ნუკრი რევიშვილთან ერთად მალტის ჩემპიონატი და თასი მოიგო. 2014-16 წლებში მაისურაძე ''ანორთოსისის'' ფეხბურთელი იყო.

2018 წლიდან კვიპროსული ''პარალიმნის'' ღირსებას იცავს. 2019-20 წლების სეზონში მაისურაძემ კვიპროსულ გუნდში 16 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები