543 000 ევრო და 6-თვიანი პატიმრობა - კოშტა დამნაშავედ ცნეს
Aa
Aa

543 000 ევრო და 6-თვიანი პატიმრობა - კოშტა დამნაშავედ ცნეს

ესპანურმა სასამართლომ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, დიეგო კოშტა გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო და 31 წლის ფეხბურთელს 6-თვიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით, 507 208 ევროს გადახდა დააკისრა.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, თუ დანაშაული არაძალადობრივ ხასიათს ატარებს და სასჯელის სახით ორ წელიწადზე ნაკლებ პატიმრობას ითვალისწინებს, ბრალდებულს შეუძლია გარკვეული თანხა გადაიხადოს და პატიმრობა თავიდან აირიდოს. კოშტამ ეს წესი გამოიყენა და გისოსებს მიღმა რომ არ აღმოჩენილიყო, დამატებით 36 000 ევრო გადაიხადა, რის შემდეგაც, მის მიერ გადახდილმა თანხამ 543 208 ევრო შეადგინა.

კოშტამ დანაშაული 2014 წელს ჩაიდინა, როცა „ატლეტიკოდან“ „ჩელსიში“ გადავიდა. მაშინ მან 5 მილიონი ევრო მიიღო, რომლის დეკლარირებაც არ მოუხდენია, რაც ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს 1.1 მილიონი ევრო არ გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები