70% საკმარისი არაა - ბარსას ფეხბურთელებს ხელფასების შემცირება კიდევ ერთხელ მოუწევთ?
Aa
Aa

70% საკმარისი არაა - ბარსას ფეხბურთელებს ხელფასების შემცირება კიდევ ერთხელ მოუწევთ?

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბარტომეუმ ფეხბურთელებს ხელფასების კიდევ ერთხელ შემცირება სთხოვა.

„ბლაუგრანას“ პირველი პირი 23 მაისს კლუბის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ლიონელ მესისთან და კომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული თანხის დაზოგვა აუცილებელია.

AS-ის ცნობით, ბარტომეუმ ფეხბურთელებს საერთო ჯამში 9 მილიონი ფუნტი სტერლინგის გაღება სთხოვა. RAC1-ის ცნობით, კი, „ბარსას“ მოთამაშეები ხელმძღვანელთა ქმედებებით უკმაყოფილო არიან და ხელფასების მეორედ შემცირებას კატეგორიულად გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები მარტში ხელფასების 70 პროცენტით შემცირებას დათანხმდნენ, რამაც საბოლოოდ, კლუბის მმართველ საბჭოსა და მოთამაშეებს შორის ვითარების გამწვავება გამოიწვია. ლიონელ მესისა და კომპანიას ეგონათ, რომ კლუბი მათ მიერ გაღებულ თანხას სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად გამოიყენებდა, თუმცა ამის ნაცვლად, „ბარსელონა“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ე.წ ERTE გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები