„ყველანი ადამიანები ვართ“ - ჩელსის სოლიდარობის ჟესტი
Aa
Aa

„ყველანი ადამიანები ვართ“ - ჩელსის სოლიდარობის ჟესტი

ლონდონის „ჩელსიმ“ „ლივერპულს“ მიბაძა და აშშ-ში მიმდინარე მოვლენებისადმი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება და მოძრაობისადმი, სახელად Black Lives Matter, სოლიდარობა გამოხატა.

„არისტოკრატებმა“ კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე ასო H გამოსახეს და მუხლზე დაიჩოქეს. „ლურჯების“ კაპიტნის, სეზარ ასპილიკუეტას თქმით, ასო H - ადამიანს (ინგლისურად Human) გამოხატავს.

 

 

„ჩელსის" ფეხბურთელებმა საწვრთნელ ბაზაზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და თან ასეთი წარწერა დაურთეს: „საკმარისი საკმარისია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ერთად უფრო ძლიერები ვართ".

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონელებმა ნაცნობი ჟესტი გამოიყენეს, რომლის ავტორიც კოლინ კაპერნიკი გახლავთ. ამ უკანასკნელმა პროტესტის გამოხატვა 2016 წელს დაიწყო, როცა აშშ-ის ეროვნული ჰიმნის ჩართვისას ფეხზე წამოდგომაზე უარი თქვა და მუხლზე დაიჩოქა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები