კიტეიშვილი ბუნდესლიგის მატჩს გამოტოვებს?
Aa
Aa

კიტეიშვილი ბუნდესლიგის მატჩს გამოტოვებს?

ავსტრიის ბუნდესლიგა დღეს, 2 ივნისს განახლდება. ავსტრიული მედიის ცნობით გრაცის ''შტურმის'' ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შესაძლოა ''ვოლფსბერგერთან'' საშინაო დაპირისპირება ქუსლის ტრავმის მიზეზით გამოტოვოს. მან ორშაბათს გუნდური ვარჯიში გამოტოვა.

კიტეიშვილმა ბოლო მატჩი 8 მარტს სტუმრად ''ზალცბურგთან'' ჩაატარა. მას შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო არ უთამაშია. ''ვოლფსბერგერთან'' შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება.

ბუნდესლიგის პირველ ექვსეულში ''შტურმი'' 16 ქულით მეხუთე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''ვოლფსბერგერს'' 3 ქულით ჩამორჩება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ავსტრიის თასზე 4 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მიმდინარე წლის 26 მარტს ოთარ კიტეიშვილი 24 წლის გახდა. მიმდინარე წელი მის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მისი პროგრესი უფრო მაღალი დონის გუნდში გადასვლის საფუძველს აჩენს. თბილისის ''დინამოს'' ექს-ნახევარმცველის პროგრესი სანაკრებო თუ საკლუბო მატჩებიდან გამომდინარე ნათელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები