Aa
Aa

კიოლნის 33-წლიანი რეკორდი და მეკარის პირველი საგოლე პასი წლევანდელ ბუნდესლიგაში

„კიოლნისა“ და „ლაიფციგის“ გუშინდელ უხვგოლიან შეხვედრას ორი გამორჩეული ფაქტი ახლდა.

მართალია, კიოლნელები 2:4 დამარცხდნენ, მაგრამ მათ თავიანთი სარეკორდო სვლა მაინც გააგრძელეს და ბუნდესლიგის ზედიზედ მე-15 შეხვედრაში გაიტანეს. „თხებს“ ასეთი გრძელი საგოლე სვლა 1986 წლის შემდეგ პირველად აქვთ, მაშინ მათ კრიფტოფ დაუმი ავარჯიშებდა.

რაც შეეხება მეორე გამორჩეულ ფაქტს, ის ლაიფციგელთა მეკარეს, პეტერ გულაჩის შეეხება. გულაჩი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მეკარეა, რომელმაც გოლში მიიღო მონაწილეობა. უნგრელმა კიპერმა მატჩის 50-ე წუთზე ტიმო ვერნერს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის შედეგადაც ლაიფციგელთა ფორვარდმა ბუნდესლიგის ამ სეზონში 25-ე გოლი შეაგდო.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საგოლე პასებით გამორჩეული „ბარსას“ კარის დარაჯი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენია, რომელსაც ლა ლიგაში უკვე 2 ასისტი აქვს აქტივში.

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ „ლაიფციგმა“ 59 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილი დაიბრუნა, „კიოლნი“ კი 34 ქულით მე-11 ადგილზე რჩება. ლაიფციგელები შემდეგ ტურში „პადერბორნს“ უმასპინძლებენ, კიოლნელები კი „აუგსბურგს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები