Aa
Aa

სერია A ბრუნდება - სპეციალური პროტოკოლი და დატვირთული კალენდარი

ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგ სეზონის განახლების ზუსტი თარიღი იტალიის სერია A-მაც ოფიციალურად გამოაცხადა. აპენინების მთავარი ლიგა 20 ივნისიდან განახლდება.

დაბრუნების შემდეგ გახსნითი შეხვედრა „ტორინოსა“ და „პარმას“ შორის ჩატარდება, რასაც იმავე საღამოს გასამართი „ვერონასა“ და „კალიარის“ მატჩი მოჰყვება.

სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, მატჩებისას სტადიონზე მხოლოდ 300 ადამიანი დაიშვება, გუნდები სხვადასხვა გასახდელებით ისარგებლებენ, ასევე თამაშის დაწყებამდე არ გადაიღებენ გუნდურ ფოტოებს და ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ. კიდევ ერთი წესი შეეხება მსაჯს, რომელთან მიახლოვება ფეხბურთელს 1 მეტრზე ახლოს არ შეეძლება.

ჩატარდება მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, თუმცა ჟურნალისტებს კითხვების გადაგზავნა ონლაინში მოუწევთ, მწვრთნელები კი პასუხებს სოციალურ ქსელში მოწყობილი სტრიმის დროს გასცემენ.

სერია A-ს მიმდინარე სეზონი 2 აგვისტოს უნდა დასრულდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ 43 დღეში 124 შეხვედრა ჩატარდება, გუნდებს კვირაში მინიმუმ 2 მატჩის გამართვა მოუწევთ.

შეგახსენებთ, „ლეგა კალჩოს“ წლევანდელ სატურნირო ცხრილს „იუვენტუსი“ ლიდერობს, „ლაციოს“ 1 ქულით ნაკლები აქვს, „ინტერი“ პირველადგილოსანს 9 ქულით ჩამორჩება, „ატალანტა“ კი სამეულთან 6 ქულითაა დაშორებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები