Aa
Aa

პოპოვიჩი: „დონალდ ტრამპი ავადმყოფი იდიოტია"

„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. 71 წლის სპეციალისტის აზრით, აშშ-ის პირველი პირი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო შექმნილ მდგომარეობაზე სათანადოდ არ რეაგირებს და მოსახლეობის გასაერთიანებლად არაფერს აკეთებს.

„ეს ყველაფერი დაუჯერებელია. ტრამპს ჭკუა რომ ჰქონდეს, მისი განცხადება 99 პროცენტით ცინიკურიც რომ იყოს, გამოვიდოდა და ხალხის გასაერთიანებლად რამეს იტყოდა. მაგრამ მას ეს არ აინტერესებს და მისი დამოკიდებულება ვერც ამჟამინდელმა მდგომარეობამ შეცვალა. ასეთი ავადმყოფია ტრამპი. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ ის აინტერესებს, რაც პირადად მას სარგებელს მოუტანს და ეს სიახლე არ გახლავთ.

არადა, ნათელია რისი გაკეთებაა საჭირო. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გამოვა და უბრალოდ იტყვის, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მხოლოდ ამ 3 სიტყვის წარმოთქმაა საჭირო, მაგრამ ტრამპი ამას არ გააკეთებს და ეს არც შეუძლია. არ შეუძლია, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაამშვიდოს თავისი მიმდევრების პატარა ჯგუფი, რომელიც მის სიგიჟეს იწონებს. პრობლემა მხოლოდ დონალდ ტრამპი არაა. სისტემის შეცვლა აუცილებელია. მე მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებ, რადგან ლიდერები ასე იქცევიან. ტრამპს კი, არაფერი შეუძლია, რადგან ლიდერი არაა.

შოკირებული ვარ იმით, რომ გვყავს ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია წარმოთქვას სიტყვები - „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. ტრამპი თეთრი სახლის სარდაფში სწორედ ამიტომ იმალება. ის ლაჩარია. ის მდგომარეობასხ ამწვავებს და შემდეგ სკოლის მოსწავლესავით გარბის. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი მისი დაიგნორებაა. ტრამპს ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა არ შეუძლია, რადგან ავადმყოფი იდიოტია“.

როგორც მოგეხსენებათ, ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები