„როგორ ავუხსნა ჩემს ქალიშვილს რა მოხდა
Aa
Aa

„როგორ ავუხსნა ჩემს ქალიშვილს რა მოხდა"? - კიელინი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაზე

„იუვენტუსის“ მცველი, ჯორჯო კიელინი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას გამოეხმაურა. იტალიელმა უკანახაზელმა მომხდარის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა.

„მომხდარის ამსახველი ფოტოები ვნახე და დრო მჭირდება, რათა ყველაფერი გავითავისო და ასეთი მასშტაბური ძალადობისგან მიღებული შოკიდან გამოვიდე. როგორ ავუხსნა ჩემს ქალიშვილს რა მოხდა? რა სიტყვები გამოვიყენო? სიტყვებს ვერ ვპოულობ. პასუხი უბრალოდ არ მაქვს.

მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლე იყო. რატომ? როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? რატომ მეორდება ისტორია?

ინტერნეტსივრცეში ვნახე ჰეშთეგი - შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ასეთი ჰეშთეგები არ უნდა არსებობდეს. ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! აბსოლუტურად ყველა ადამიანის!

თუ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს, მაშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია! ახლა და ყოველთვის“!

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა გამოც, 25 დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ფლოიდის საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები