რონალდუ მილანში გადასვლასთან ახლოს იყო - ტრანსფერი როსონერის მფლობელებმა დაბლოკეს
Aa
Aa

რონალდუ მილანში გადასვლასთან ახლოს იყო - ტრანსფერი როსონერის მფლობელებმა დაბლოკეს

„მილანის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ განაცხადა, რომ 2018 წელს, კრიშტიანუ რონალდუ „სან სიროზე“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

მირაბელის თქმით, ტრანსფერი „როსონერის“ მაშინდელი მფლობელების გამო ჩაიშალა, რომლებმაც პორტუგალიელის შეძენაზე უარი ფინანსური პრობლემების გამო თქვეს.

„რონალდუს ტრანსფერის შესახებ მის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები გვქონდა. ვიცოდით, რომ რეალსა და რონალდუს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ შემდეგ, კლუბის ჩინელმა მფლობელებმა ტრანსფერი ფინანსური პრობლემების გამო დაბლოკეს. მაშინ მილანს ამჟამინდელი მფლობელები რომ ჰყოლოდა, დღეს კრიშტიანუ როსონერის ფეხბურთელი იქნებოდა“.

მირაბელიმ ჯენარო გატუზოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის ჩინელი მფლობელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე „რინოს“ დანიშვნის წინააღმდეგი იყვნენ.

ვამაყობ გუნდი ჯენარო გატუზოს რომ ჩავაბარე. ჩინელი მფლობელები არ მეთანხმებოდნენ და თვლიდნენ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა მათ ავუხსენი, რომ გატუზო მომავლის მწვრთნელი გახლდათ“.

მირაბელი „მილანის" სპორტული დირექტორი ოფიციალურად 2017 წელს გახდა. მან პოსტი 2018 წლის ივლისში დატოვა, როცა კლუბი Elliott Management Corporation-ის მფლობელობაში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები