მანჩინი: „მილანის“ კარის მიმართულებით ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნეს
Aa
Aa

მანჩინი: „მილანის“ კარის მიმართულებით ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნეს

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც მილანურ გუნდებს შორის გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ კი "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ "მილანის" კარის მიმართულებით არბიტრმა ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა.

 

„გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა როგორც ჩანს იტალიის ჩემპიონატში ეს საკმარისი არ არის. მსაჯმა „მილანის“ კარის მიმართულებით ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა. გასულ ტურში არბიტრმა გუარინის მიერ ხელით თამაში დაინახა, თუმცა დღეს იგივე ეპიზოდი გამოეპარა. მსაჯობაზე უკმაყოფილება უკვე 20 მატჩია რაც არ გამომიხატავს, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები ჩვენი მეტოქეების სასარგებლოდ გადაწყდა. პალასიოს მიერ გატანილი გოლის გაუქმებას არ ვგულისხმობ. იმ მომენტის განმეორება ვნახე და აშკარა იყო, რომ როდრიგომ თამაშის წესი დაარღვია. შედეგით რათქმაუნდა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეტოქეს რამოდენიმე ეპიზოდში ძალიან გაუმართლა. წელს ფორტუნა ჩვენს მხარეს ნამდვილად არ არის, თუმცა იმედია მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება“ - განაცხადა რობერტო მანჩინიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები