„15 წუთის შემდეგ შეცვლა მოვითხოვე
Aa
Aa

„15 წუთის შემდეგ შეცვლა მოვითხოვე" - კოსტაკურტა მესისთან მატჩს იხსენებს

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო კოსტაკურტამ ლიონელ მესის წინააღმდეგ გამართული პირველი შეხვედრა გაიხსენა და დიეგო მარადონას შესახებაც ისაუბრა. იტალიელ უკანახაზელს არგენტინული ფეხბურთის ორივე ლეგენდის წინააღმდეგ უთამაშია და თვლის, რომ „ლა პულგა“ მარადონაზე მაღლა დგას.

„მახსოვს, მესის წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როცა ის 16 წლის იყო. თავიდან მას ისე ვუყურებდი, როგორც ბავშვს, რომელიც იმას აკეთებდა, რაც მოესურვებოდა. 15 წუთში კი, იძულებული გავხდი კარლო ანჩელოტისთვის მეთხოვა, რომ შევეცვალე.

მესისა და მარადონას შორის მსგავსება ნამდვილად არის, რადგან ორივე მათგანი გენიალური ფეხბურთელია და ისინი მოედანზე ყოფნისას ერთმანეთის მსგავსად მოქმედებენ, თუმცა მესი უფრო გენიალური ფეხბურთელია.

მახსოვს, მარადონას წინააღმდეგ შეგვეძლო წესები 66-ჯერ დაგვერღვია, სანამ მსაჯისგან ყვითელ ბარათს მივიღებდით. მესისთან მიმართებით კი, ყველაფერი სხვანაირადაა. რეალურად, ახლა ფეხბურთშიც სხვა ვითარებაა“.

შეგახსენებთ, რომ კოსტაკურტა „მილანის“ რიგებში 1986-დან 2007 წლამდე თამაშობდა და „როსონერის“ მაისურით 458 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები