სოლიდარობის ჟესტი - ლივერპულის ფეხბურთელებმა მუხლზე დაიჩოქეს
Aa
Aa

სოლიდარობის ჟესტი - ლივერპულის ფეხბურთელებმა მუხლზე დაიჩოქეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა აშშ-ში მიმდინარე მოვლენებისადმი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება და მოძრაობისადმი, სახელად Black Lives Matter, სოლიდარობა გამოხატეს. „ენფილდზე“ გამართული პირველი გუნდური სავარჯიშო სესიის დროს მერსისაიდელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და მოედნის ცენტრში მუხლზე დაიჩოქეს.

„წითლების“ მოთამაშეებმა საკუთარი პოზიცია სიმბოლურად სხვადასხვა ფერის მაისურებში გამოწყობილებმა დააფიქსირეს.

„ლივერპული“ პრემიერ ლიგის პირველი კლუბია, რომელმაც მოძრაობას, სახელად Black Lives Matter-ს სოლიდარობა გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელებმა ნაცნობი ჟესტი გამოიყენეს, რომლის ავტორიც კოლინ კაპერნიკი გახლავთ. ამ უკანასკნელმა პროტესტის გამოხატვა 2016 წელს დაიწყო, როცა აშშ-ის ეროვნული ჰიმნის ჩართვისას ფეხზე წამოდგომაზე უარი თქვა და მუხლზე დაიჩოქა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები