„რატომ ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს
Aa
Aa

„რატომ ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს" - ჯონ ჯონსმა ვანდალები შეაჩერა

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში მასობრივი არეულობა მოჰყვა და დემონსტრანტები როგორც მშვიდობიან, ისე ძალადობრივ პროტესტს მიმართავენ. UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯონ ჯონსი აქციების მონაწილეების პოზიციას იზიარებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს, თუმცა მაღაზიების გაძარცვის, შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ვანდალიზმის წინააღმდეგ გამოდის.

„ბოუნსი“ მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. ჯონსმა ალბუკერკის ქუჩებში ორი ადამიანი შეაჩერა, რომლებიც ვანდალური აქტის განხორციელებას გეგმავდნენ. 32 წლის მებრძოლმა მათ საღებავი-სპრეის ბალონები წაართვა, რომლებითაც ისინი შენობებზე წარწერების გაკეთებას აპირებდნენ.

„ბოუნსმა“ მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პოსტს თან ასეთი შინაარსის განცხადება დაურთო: „ამ ნეხვს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან რაიმე კავშირი აქვს? რატომ ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს ეს უვარგისი თინეიჯერები? დამიჯერეთ, როგორც ახალგაზრდა აფრო-ამერიკელი, მეც იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს გამოსავალი არაა. ჩვენ ისედაც ცუდ ვითარებას, უფრო ვაუარესებთ. თუ საკუთარი ქალაქი მართლაც გიყვარს, ის უნდა დაიცვა. ზრდასრულმა ადამიანებმა ხმა უნდა ამოიღონ, თავიანთი ოჯახის წევრებს დაურეკონ და უთხრან, რომ ამ საღამოს სახლში დაბრუნდნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები