მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილი ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველმა მოჭადრაკემ გუშინ დასრულებულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ნინომ, 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ჩეპიონის ტიტული დაისაკუთრა

ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო ხომერიკმა კი მეოთხე შედეგი აჩვენა

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

საქართველოდან სხვასხვა ეტაპებზე 70-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები