Aa
Aa

110 მატჩი 39 დღეში - ლა ლიგა 11 ივნისიდან განახლდება

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისიდან განახლდება და 39 დღის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტად გაგრძელდება.

პანდემიის შემდეგ პირველი შეხვედრა „სევილიასა“ და „ბეტისს“ შორის გასამართი ქალაქის დერბი იქნება, რომელსაც „რამონ სანჩეს პისხუანის“ სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ლა ლიგამ პრიმერა დივიზიონის 28-ე და 29-ე ტურების მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. 28-ე ტურის შეხვედრები 11-დან 14 ივნისის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო შემდეგი ტური 15-დან 18 რიცხვამდე იქნება გაწერილი.

ლა ლიგის ამ სეზონში გასამართია 11 ტურის ჯამში 110 მატჩი, რომლებიც 39 დღეზეა გადანაწილებული. მთავარ პრობლემად ზაფხულის მაღალ ტემპერატურას ასახელებენ. როგორც მადრიდული AS-ი წერს, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილზე ამჟამად საშუალო დღიური ტემპერატურა უკვე 30 გრადუსს აჭარბებს.

ესპანური კლუბები აქამდე ჯგუფ-ჯგუფად დაყოფის პრინციპით ვარჯიშობდნენ, დღეიდან კი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ მათ სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესების ჩატარების ნება დართო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები