Aa Aa
1 ივნისი 2020  |  10:48

"იგი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩია მსოფლიოში" - ჯოკოვიჩი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის პოპულარიზაციის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ცნობილი ჩოგბურთელი და ცოცხალი ლეგენდა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც, ალბათ, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩია მსოფლიოში“, - წერია სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თემაზე კომენტარი თავად ჯოკოვიჩმაც გააკეთა: „მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას. ასევე გავაგრძელებ მსოფლიოში ადამიანების პატივისცემასა და დაფასებას, რადგან მჯერა, რომ ეს გზა და ეს ემოციები ცალსახად ძალიან კარგია“.

ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი სლემის 17 ტურნირი აქვს მოგებული და ამ მხრივ რეკორდსმენ როჯერ ფედერერს 3 ტიტულით ჩამორჩება. „ნოლეს“ საკუთარი ფონდი აქვს, რომელიც მოსახლეობას პანდემიისასაც ეხმარებოდა. გასულ კვირას კი ნოვაკმა Adria Tour-ის შექმნა დაანონსა, რომელიც ჩოგბურთის ვარსკვლავებს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებს. საკითხზე დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გვეცოდინება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება