Aa
Aa

ვალენსია გასპერინის აკრიტიკებს: „მან იცოდა, რომ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა"

„ვალენსიამ“ „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი გააკრიტიკა, რომელმაც La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ „ღამურებთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

„ვალენსია“ გასპერინის სიტყვებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ვკითხულობთ: „კვირას, ატალანტას მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის მიერ იტალიურ პრესასთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, ვალენსიას სურს გაოცება გამოხატოს მეტოქე გუნდის თავკაცის ქმედებებთან დაკავშირებით.

მან, როგორც მატჩის წინა, ისე მატჩის დღეს, იცოდა, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, მაგრამ პრევენციული ზომები არ მიუღია და რისკის ქვეს დააყენა ადამიანები, რომლებსაც ვალენსიაში გამგზავრებისას და ქალაქში ყოფნისას შეხვდა“.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტები ვალენსიაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრას მიიჩნევენ, რომელსაც ასობით იტალიელი ქომაგი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები