Aa
Aa

"ახალი გუნდი 3 დღეში..." - საულმა მოულოდნელად წასვლა დაანონსა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ესპანელმა ნახევარმცველმა საულ ნიგესმა მოულოდნელად საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გუნდიდან წასვლა დაანონსა.

„მინდა, რომ თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი შეგატყობინოთ. ახალი გუნდი 3 დღეში...“ - დაწერა საულმა.

25 წლის ფეხბურთელს „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება და მისი გამოსასყიდი 150 მილიონია. აქედან გამომდინარე და კორონავირუსის შედეგად ფინანსური კრიზისის ჩათვლით, ნიგესის ტრანსფერი საკმაოდ მოულოდნელი რამ გახლავთ.

არსებობს 2 ვერსია - „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელბიც საულის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენდნენ, თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა ამ ეტაპზე რთულია. უმჯობესია 3 დღე მოვიცადოთ...

შეგახსენებთ, რომ ნიგესი „ატლეტიკოს“ რიგებში 2012 წლიდან ასპარეზობს. ესპანელმა უნივერსალმა 286 შეხვედრაში მის ანგარიშზე 38 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები