ქეცბაია ქინქლაძეზე: ''მას არ ჰქონდა ჟინი, თავდადება და ფეხბურთის დიდი სიყვარული''
Aa
Aa

ქეცბაია ქინქლაძეზე: ''მას არ ჰქონდა ჟინი, თავდადება და ფეხბურთის დიდი სიყვარული''

გადაცემაში ''სპორტი დიდ ქალაქში'' თემურ ქეცბაიამ გიორგი ქინქლაძის შესახებ ისაუბრა. ქეცბაიას აზრით ''ქინქის'' არ ჰქონდა ფიზიკური მომზადება, თავდადება და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული, თუმცა მისი ტალანტი ფანტასტიკური იყო.

თემურ ქეცბაია: ''ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რაც მე მინახავს, ყველაზე დიდი ტალანტი იყო. მას რომ ჰქონოდა ის, რაც მე მქონდა, ვგულისხმობ ჟინს, ფიზიკურ მომზადებას, თავდადებას, ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულს... მაგრამ გიოს ბრალიც არაა, 22 წლის ბიჭი პრემიერ ლიგაში მოხვდა. მას გარშემო ისეთი ადამიანები ჰყავდა, რომლებიც ეუბნებოდნენ: ''არ ირბინო. მაშინ ირბინე, როცა ბურთს მიიღებ. ირბინონ ქეცბაიამ, ინალიშვილმა და სხვებმა.''

თანამედროვე ფეხბურთი განსხვავებულია. უნდა ირბინო წინ და უკან. შემტევმა მხოლოდ ბურთის მიღების შემდეგ არ უნდა დაიწყოს მოძრაობა.

როგორც ტალანტი, გიო ქინქლაძე ფანტასტიკა იყო.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები