მერებაშვილი საგოლე პასით დაბრუნდა: მძიმე მარცხი საკუთარ კედლებში
Aa
Aa

მერებაშვილი საგოლე პასით დაბრუნდა: მძიმე მარცხი საკუთარ კედლებში

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ გიორგი მერებაშვილმა პლოცკის ''ვისლას'' რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა. ექსტრაკლასას 27-ე ტურში პლოცკის ''ვისლა'' შინ ''კორონასთან'' 1:4 დამარცხდა.

33 წლის ქართველმა შემტევმა სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა, მე-15 წუთზე მისი საგოლე პასით 17 წლის დავიდ კოჩულამ ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ მოვლენები სტუმართა სასარგებლოდ განვითარდა.

27 ტურის შემდეგ 16-გუნდიან ექსტრაკლასაში მერებაშვილის გუნდი 36 ქულით მე-12 ადგილზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მერებაშვილის გუნდი შემდეგი ტურის მატჩს 6 ივნისს, სტუმრად ''იაგიელონიასთან'' ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები