მესი:
Aa
Aa

მესი: "ოჯახის წევრები ისე დაკარგეს, რომ გამომშვიდობებაც ვერ შეძლეს"

ლეო მესიმ, რომელიც ლა ლიგის განახლებისთვის ემზადება და ნელ-ელა ჩვეულ ფორმასაც იბრუნებს, EL Pais-თან კორონავირუსის პანდემიაზე და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

„თითქმის არავინ იცის, როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ. ეს მდგომარეობა მოულოდნელად წარმოიშვა. ძალიან ბევრ ადამიანს რთული დრო დაუდგა. სიტუაციამ ყველა სხვაგვარად დააზარალა. ზოგიერთმა მეგობრები და ოჯახის წევრები ისე დაკარგეს, რომ გამომშვიდობებაც ვერ შეძლეს.

საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე ცუდი არაფერია, ეს ყველაზე მეტად მაწუხებს.

როდესაც ყველაფერი დასრულდება და ახალ პირობებთან შეგუება მოგვიწევს, არ მგონია, რომ ფეხბურთი და ზოგადად ცხოვრება იგივე იქნება“.

მესი თანაგუნდელებთან ერთად 15 ივნისს „მალიორკასთან“ გასვლითი მატჩისთვის ემზადება. თუ, ყველაფერი რიგზე იქნა, ლა ლიგა დაგეგმილისამებრ განახლდება.

დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ-19-ის 286,308 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 27,125 გარდაიცვალა, 196,958 კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები