Aa
Aa

20 გუნდი 30-ის ნაცვლად - NBA-ში სეზონი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში განახლდება

NBA-ის ხელმძღვანელები მუშაობენ სამედიცინო და უსაფრთხოების პროტოკოლების შექმნაზე, რომელთა დახმარებითაც, სეზონის განახლება იქნება შესაძლებელი.

შემს ჩარანია იტყობინება, რომ ამჟამინდელი პროგნოზის მიხედვით, გუნდები თავიანთ საწვრთნელ ბაზებზე სავარჯიშო კემპებს ივლისში გამართავენ, ხოლო შემდეგ ორლანდოში გადაინაცვლებენ, სადაც მატჩებისთვის მოემზადებიან.

ჩარანიას ცნობით, სეზონი ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში განახლდება. სემ ამიკი კი, იუწყება, რომ შესაძლოა პარკეტზე ყველა გუნდი არ დაბრუნდეს. The Athletic-ის ჟურნალისტი აცხადებს, რომ NBA ფორმატის შეცვლაზე ფიქრობს და შესაძლოა 30-ის ნაცვლად, 20 გუნდი ვიხილოთ. ამიკის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა NBA-ის ხელმძღვანელთა შორის სეზონის 30 გუნდით გაგრძელებას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს.

ამ ინფორმაციას ადრიან ვოინაროვსკიც ადასტურებს. ამ უკანასკნელის ცნობით, გუნდების ხელმძღვანელები სკეპტიკურად არიან განწყობილი და თვლიან, რომ სეზონს ყველა გუნდი ვერ ჩაამთავრებს. ვოინაროვსკის მიხედვით, პარკეტზე 20-დან 24 გუნდამდე დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები