Aa
Aa

ცერემონია გადაიდო - დანკანს, კობისა და გარნეტს დიდების დარბაზში 2021 წელს შეიყვანენ

ჯეიმს ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო დიდების დარბაზის დირექტორმა, ჯერი კოლანჯელომ განაცხადა, რომ კალათბურთელთა დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გადაიდო.

კოლანჯელომ ESPN-თან ისაუბრა და დაადასტურა, რომ ღონისძიება, რომელიც სპრინგფილდში 28-30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, 2021 წელს გაიმართება.

„ღონისძიება გაუქმდა. ცერემონია 2021 წლის პირველ კვარტალში ჩატარდება. რამდენიმე კვირის შემდეგ შეხვედრაა ჩანიშნული, რომელზეც განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს ცერემონია სად და როდის ჩავატაროთ“.

2020 წელს დიდების დარბაზის წევრები ლეგენდარული კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი, ასევე WNBA-ს ვარსკვლავი ტამიკა კეჩინგსი უნდა გამხდარიყვნენ. მათ გარდა პატივი მწვრთნელებს: ბარბარა სტივენსს, კიმ მალკის, ედი სატონს, რუდი ტომიანოვიჩსა და გენერალურ მენეჯერს, პატრიკ ბაუმანს ხვდათ წილად.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ფორმალურ სახეს 10 ივნისს მიიღებს, როცა დიდების დარბაზის მმართველი საბჭო შეიკრიბება და ცერემონიის გადადებას ოფიციალურად დაადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები