კლოპმა
Aa
Aa

კლოპმა "ლივერპულის" გულშემატკივრები გააღიზიანა..

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავის, პოლ პოგბას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მას უნიკალური ფეხბურთელი უწოდა.

"პოგბა ჩვენს თვალწინ, უმოკლეს დროში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. თუმცა მას სხვა ვარსკვლავებისგან ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს. იგი მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთობოდა.. ალბათ 9000 სელფი გადაიღო. ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისა და რამდენიმე მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მეტიც, იგი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთლი იყო. ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც ყველასგან გამოირჩევიან. ერთ-ერთი მათგანი დიეგო მარადონა იყო, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვით არასოდეს ვარჯიშობდა. მახსოვს როდესაც იგი შტუტგარტში ჩამოვიდა. მე მაშინ 21 წლის ვიყავი. იგი არც კი გახურებულა, უბრალოდ დადიოდა მინდორზე. თუმცა შემდეგ თამაში დაიწყო და დიეგო სასწაულებს აკეთებდა" -განაცხადა იურგენ კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები