Aa
Aa

სკალონი: „ლაუტაროს ბარსას ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად მსხვერპლის გაღება მოუწევს"

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. „ალბისელესტეს“ თავკაცი თვლის, რომ „ბარსას“ „ინტერის“ დაყოლიება გაუჭირდება და აცხადებს, რომ ლაუტაროს „ბლაუგრანაში“ თავის დასამკვიდრებლად მსხვერპლის გაღება მოუწევს.

„თუ ლაუტარო მარტინესი ბარსელონაში გადავა, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი მის ძირითად შემადგენლობაში გამწესებას შეეცდება. ლაუტაროს კი, სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად მსხვერპლის გაღება მოუწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერის დაყოლიება ადვილი ნამდვილად არ იქნება, ასე, რომ არავინ იცის რა მოხდება. რა თქმა უნდა, მე, როგორც არგენტინის ნაკრების თავკაცს, მინდა, რომ ლაუტაროს სათამაშო დრო მისცენ და ძირითად შემადგენლობაში იყოს”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კატალონიური გამოცემა Sport იუწყებოდა, რომ „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის დაკარგვას შეეგუა და „ბარსელონას“ ტრანსფერის დაჩქარებას სთხოვს, რათა თავად არგენტინელის შემცვლელი რაც შეიძლება მალე გაიფორმოს. „ნერაძურის“ დრის მერტენსი სურს. კატალონიელები კი, ლაუტაროს სანაცვლოდ 60 მილიონი ევროსა და პლუს ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ, რაც იტალიურ კლუბს აკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები