Aa
Aa

სეხუდო წავიდა - UFC-ის ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ დაადასტურა, რომ კარიერა დაასრულა.

კვირას UFC-მ მისი სახელი რეიტინგიდან ამოიღო, რის შემდეგაც, ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდა. დღეს კი, UFC-ის გადაწყვეტილებას სეხუდო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოქტაგონს დაემშვიდობა.

„მინდა ბიძია დენას საოცარი გამოცდილებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები. მადლობა, რომ გამოიყენე შანსი და განავითარე სპორტი, რომელსაც ხალხის ნაწილის აზრით მომავალი არ ჰქონდა. მინდა ჩემს მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ ეს ბრწყინვალე თავგადასავალი იყო. სამგზის ჩემპიონი წავიდა“.

ცნობისთვის, ამერიკელმა მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ დომინიკ კრუზის დანოკაუტების შემდეგ განაცხადა. სეხუდო ერთ-ერთია UFC-ის იმ 4 მებრძოლთა შორის, რომლებიც ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ფლობდნენ. მას კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები