პაკიაომ მეივეზერს უპასუხა: „მას უბრალოდ შურს
Aa
Aa

პაკიაომ მეივეზერს უპასუხა: „მას უბრალოდ შურს"

ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე, მენი პაკიაო ფლოიდ მეივეზერის განცხადებას გამოეხმაურა. ცოტა ხნის წინ, „მანიმ“ „პაკმენს“ „მოხუცი კაცი" უწოდა და აღნიშნა: „სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა მოკრივეები ამბობენ, რომ პაკიაოსთან სურთ ჩხუბი. მენი 41 წლისაა. ნუ მისდევთ მოხუც კაცს. სჯობს ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. თუ შანს მიიღებთ, გააკეთეთ, რაც გასაკეთებელია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ მენის მომდევნო მეტოქის შერჩევის საშუალება ექნება“.

„პაკმენმა“ მეივეზერს Manila Times-თან საუბრისას უპასუხა და განაცხადა: „აშკარაა, რომ მას უბრალოდ ჩემი შურს, რადგან მან კარიერა დაასრულა, მე კი, კვლავ ვჩხუბობ და საჩემპიონო ქამარსაც ვფლობ.

თავს როგორ ვგრძნობ? შესანიშნავ ფორმაში ვარ და ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდებას ჯერ ნამდვილად არ ვაპირებ. კვლავინდებურად ვვარჯიშობ და პრობლემები არ მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ კარიერაში ჩატარებულ 71 ბრძოლაში პაკიაოს 62 გამარჯვებასთან ერთად, 7 მარცხი აქვს. „პაკმენმა“ ბოლო ბრძოლა კიტ ტურმანის წინააღმდეგ გამართა და WBA-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები