20 მილიონი დოლარი და ბრძოლა ვანდერლეი სილვას წინააღმდეგ - ტაისონს კონტრაქტს სთავაზობენ
Aa
Aa

20 მილიონი დოლარი და ბრძოლა ვანდერლეი სილვას წინააღმდეგ - ტაისონს კონტრაქტს სთავაზობენ

BKFC-ის (Bare Knuckle Fighting Championship - კრივი ხელთათმანების გარეშე) პრეზიდენტმა, დევიდ ფელდმანმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში მაიკ ტაისონს კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს.

ფელდმანმა MMA Fighting-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, „რკინის მაიკი“ 20 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს და ვანდერლეი სილვას წინააღმდეგ იჩხუბებს.

„არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, მაიკისგან თანხმობა რომ მივიღოთ. პირველ რიგში ტაისონი უნდა დავიყოლიოთ და მის შესაძლო მეტოქეებზე საუბარი ამის შემდეგ შეგვეძლება. ჯერჯერობით პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ვთვლი, რომ უშანსოდ არ ვართ. მაიკმა უარი მოლაპარაკებების დაწყებისთანავე გვითხრა, თუმცა მჯერა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა.

ტაისონთან ჩხუბი ტიტო ორტისისთვის არ შემითავაზებია, რადგან მიმაჩნია, რომ მათმა ბრძოლამ შესაძლოა ინტერესი არ გამოიწვიოს. ვანდერლეი სილვასთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა. მნიშვნელობა არ აქვს სილვა რამდენი წლისაა. ის კვლავ სახიფათოა და მისი და მაიკის ჯახის ხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა“.

ცნობისთვის, გასულ კვირას შენონ ბრიგსმა განაცხადა, რომ მასსა და ტაისონს შორის შეთანხმება მიღწეულია და „რკინის მაიკი“ საქველმოქმედო ბრძოლაში სწორედ ბრიგსს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები