ვეტერანი მორაგბე კახა კუნჭულია გარდაიცვალა
Aa
Aa

ვეტერანი მორაგბე კახა კუნჭულია გარდაიცვალა

სრულიად სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი ქართველი მორაგბის, ბათუმში რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელის, კახა კუნჭულიას გარდაცვალების გამო.

კახამ რაგბის თამაში გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ბათუმში დაიწყო. მან იცოდა, რომ რეგიონში კერების გაჩენის გარეშე რაგბი ვერ განვითარდებოდა და დიდ დროს უთმობდა ბავშვთა გუნდების დაარსებას და განვითარებას.

 

2005 წელს, როდესაც ბათუმში უმაღლესი ლიგის გუნდი დაიშალა, კახამ ჩამოაყალიბა ‘დელფინები’ რომელიც პირველ ლიგაში თამაშობდა და რომლის სამართალმემკვიდრეა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’.

კახა კუნჭულია 47 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას ხუთშაბათს, 28 მაისს ბათუმში დაკრძალავენ.

CrystalSport-ის რედაქცია მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი კახა კუნჭულიას გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები